საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველო-გერმანიის საზოგადოება თბილისის ისტორიის მუზეუმში და ეროვნულ გალერეაში საერთაშორისო პროექტს ,,შეხვედრა ფიროსმანთან" წარმოადგენს.
ექსპოზიციებზე წარმოდგენილი იქნება გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარიელი, ჰოლანდიელი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. ,,შეხვედრა ფიროსმანთან" უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. იდეა, ბერლინელი მოქანდაკეს ჰანს შაიბანს ეკუთვნის და ფიროსმანის საყოველთაოდ ცნობილ ციტატას უკავშირდება: ,,...ავაშენოთ ერთი დიდი სახლი, სადაც შევიკრიბებით. ვიყიდოთ ერთი დიდი მაგიდა და სამოვარი და ვსვათ ჩაი. ბევრი ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე...".
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამუშაო პროგრამები, უცხოელი ხელოვანები გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და გაუზიარებენ მათ თავიანთ გამოცდილებასა და მიღებულ შთაბეჭდილებებს.
პროექტში მონაწილეობს 15 ქართველი და 30 უცხოელი ავტორი.
გამოფენა გაიხსნება, ხვალ, 21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, ხოლო ამავე დღეს 18:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.