20 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა" თურქული მოდების ჩვენება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.
ჩვენებაზე „ანკარის ოლგუნლაშმას ინსტიტუტის" მიერ თანამედროვე სახით იქნება წარმოდგენილი ტრადიციული თურქული კოსტიუმები - მოეწყობა ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
თურქეთის კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. კულტურის დღეების ორგანიზატორია თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი.