20-27 ოქტომბერს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მწერალთა სახლში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. კვირეულის ფარგლებში მწერალთა სახლის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოეტის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტო-დოკუმენტურ გამოფენას; დაესწრონ იოსებ გრიშაშვილის პოეზიის კითხვის საღამოს ( პოეტის ლექსებს თანამედროვე პოეტები წაიკითხავენ), საჯარო ლექციას გრიშაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ უფროსკლასელთათვის. ლექციას წაიკითხავს მწერალი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი.
კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, იოსებ გრიშაშვილის, როგორც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის პოპულარიზებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მკითხველთა შორის.
მასალის გამოყენების პირობები