19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში საზეიმოდ გაიხსნება კინოკლუბი, რომლის აპარატურით აღჭურვა, რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელა. საზეიმო გახსნის შემდეგ დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
18-19 ოქტომბერს, ქალაქ ონში სახალხო დღესასწაული „ონელობა 2014" გაიმართება. ორი დღის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ეთნოგრაფიული და ხალხური რეწვის გამოფენები, თეატრლაური დადგმა, სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდისა და ბაგირის გადაწევაში და სხვა.
სახალხო დღესასწაული „ონელობა 2014"
პროგრამა
18 ოქტომბერი
10:00 - დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირის გახსნა.
12:00 - სახალხო სეირნობის გახსნა ონის ბულვარში:
1. ეთნოგრაფიული გამოფენა;
2. ხალხური რეწვის გამოფენა;
3. კულინარიული კუთხე;
4. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების გამოფენა;
5. ადგილობრივი და მოწვეული მხატვრების ნამუშევრების გამოფენა;
6. ადგილობრივი პოეტებისა და მწერლების წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
14:00 - სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდისა და ბაგირის გადაწევაში.
14:30 - დავით გობეჯიშვილის ვარსკვლავის გახსნა, კონცერტი ღია ცის ქვეშ.
18:00 - დოკუმენტური ფილმების „ლახტის გაკვეთილი", „მაღლა მთას მოდგას " ჩვენება ბულვარში ეკრანზე.
18:30 - საზეიმო საღამო - შეხვედრა ღირსეულ მოქალაქეებთან და სტუმრებთან. კონცერტი მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. საპატიო ონელების არჩევა.
20:00 - საზეიმო ფეირვერკი
19 ოქტომბერი
15:00 - კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება კინოკლუბის საზეიმო გახსნა, რომლის კინოაპარატურით აღჭურვა განახორციელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
18:00 - ონის თეატრის მოყვარულთა დასის მონაწილეობით სპექტაკლის „მზიანი ღამე" ჩვენება.