უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ.
კანონი ითვალისწინებს პროპრუსი სეპარატისტების ამინისტიას. თუმცა დოკუმენტის მთავარი მიზანია დონბასში ვითარების ნორმალიზება, მოსახლეობის დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, ამ რაიონების სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა და განვითარება.
კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზების დროებით წესებს.
დოკუმენტის მიხევით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების ცალკეულ რაიონებში გაიმართება 2014 წლის 7 დეკემბერს.
კანონი ასევე ითვალისწინებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
„განსაკუთრებული წესი აღნიშნულ ტერიტორიებზე დროებით ხასიათს ატარებს და ის კანონის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში", - იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.