წუხელ, გვიან ღამით, მილანში დაგეგმილზე ოთხი საათით დაგვიანებით დაიწყო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.
მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი გახდა, ჩაშლის პირას იყო, რადგანაც ვლადიმერ პუტინი მილანში ბელგრადიდან დაგეგმილზე გვიან ჩავიდა. შესაბამისად უცნობი იყო, დათანხმდებოდა თუ არა მერკელი დაგვიანებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვი იტყობინება, რომ მხარეებს შორის კვლავ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინის კრიზითან და მისი წარმოქმნის მიზეზებთან დაკავშირებით.
მხარეებს შორის შეხვედრა ორსაათნახევარს გაგრძელდა, თუმცა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსი მიღწეული ვერ იქნა.