დღეს, 17 ოქტომბერს, 19. 00 მწერალთა სახლი გიწვევთ რენე კალანდიას ხსოვნის საღამოსა და მისი პოეტური კრებულის პრეზენტაციაზე.
ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე წიგნის შესავალში ამბობს: „რენე კალანდიამ მაშინ დაიწყო ლექსების გამოქვეყნება, როდესაც ქართულ პოეზიაში ჯერ კიდევ კეკლუცობდა სტილიზაცია; სტილიზაცია, როგორც საბჭოთა პოეზიის იდეალი...
60 -იანი წლებიდან „საბჭოთა ავტორმა" ხელისუფლებას გამოსტაცა საკუთარი გამოთქმის ახალი სივრცე და ეს სივრცე თანდათან დაფიქსირდა, როგორც ავტორის მიღმა გამაგრებული „ნაკეთობა", შემდგომ გაფართოებას მოკლებული ვერსიფიკაციული არტეფაქტი...
რენე კალანდიამ ეს გალექსილი არტეფაქტი ერთგვარ „ინტელექტუალურ ბარათად" აქცია.
რენე კალანდიას პოეტური ტექსტები, ლირიკულ რეფლექსიათა წიაღ, ირონიულ პლანში ითავსებენ კიჩ-ემბლემეტიკას და მისი ადამიანური (ერთობ ადამიანური?) პასიონებიც გაუცხოებისდა კვალობაზე, ერთგვარ პოეტურ მედია- ობიექტებად გარდაისახებიან."
საღამოზე პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მწერლები და მეგობრები ისაუბრებენ.