საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება. დღეს, 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე ხარაგაულში საზეიმოდ გაიხსნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი. კინოკლუბის გახსნას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები კონცერტით აღნიშნავენ.
ამავე დღეს ხარაგაულის ისტორიის მუზეუმში შედგება ღვინის სადეგუსტაციო კონკურსი - „შენ ხარ ვენახი". კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ოჯახური წესით დამზადებული ღვინოების ნიმუშები. საუკეთესო სასმელს სპეციალური კომისია დააჯილდოვებს.