საქართველოს "ლეიბორისტული პარტია", საქართველოში მოქმედი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისგან სატელეფონო წუთობრივი ტარიფების განახევრებას ითხოვენ. ამასთან, "ლეიბორისტები" "ჯეოსელის" მიერ წუთობრივი ტარიფის 25 თეთრამდე დაწევას თავის დამსახურებად მიიჩნევენ. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა ისაუბრა.
შატბერაშვილი "ჯეოსელის" გადაწყვეტილებას - 25 თეთრამდე შეამციროს წუთობრივი ტარიფი მიესალმება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის.
"ჯეოსელის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის პირველი შედეგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და "ლეიბორისტები" საქართველოში მოქმედი ყველა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისაგან სასასუბრო წუთობრივი ტარიფების განახევრებას ვითხოვთ", _ განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
შატბერაშვილის თქმით, საქართველო წუთობრივი ტარიფების სიძვირით, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. მისი ინფორმაციით, პირველ-მეორე ადგილებზე ქუვეითი და სიერა-ლეონე არიან.