ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის პროცესში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრას ,,ქართული დასის", ,,საქართველოს გზის" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ცესკოს მათ მიერ წარმოებული ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგები გადასცა.
ცესკოს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიებზე მუშაობა გაორმაგებულ რეჟიმში მიმდინარეობს და პარტიების მიერ მოწოდებული მონიტორინგის შედეგები აქტიურად მუშავდება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებთან ყოველკვირეულად იმართება.