პრაიმერში მონაწილე პარტიების რიცხვი იზრდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრაიმერის ინიციატორ "ეროვნული საბჭოში" განუცხადეს, პრაიმერში მონაწილეობის სურვილი კიდევ 6 პარტიამ გამოთქვა.
შესაბამისი პარტიები დღეს, კონსერვატიული პარტიის ოფისში, 15:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, თუმცა როგორც "ეროვნულ საბჭოში" "ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, მათგან პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად მოღვაწე პარტიები არც ერთი არ არის.
ცნობისთვის, პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 28 მარტს ამოიწურა.