არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი ამ დროისთვის 26 პოლიტიკურს პარტიას აქვს წარდგენილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ", მომავალი საქართველომ, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ (ედპ), მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, პოლიტიკურმა მოძრაობა "სოლიდარობამ", გაერთიანება "სამშობლომ", პოლიტიკურმა ორგანიზაცი "მამულმა", საქართველოს მწვანეთა პარტიამ, მოქალაქეთა გაერთიანება "ჩვენი საქართველო - თავისუფალმა დემოკრატებმა", საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, "ახალმა მემარჯვენეებმა", "სახალხო დემოკრატებმა", პარტია "ჩვენმა ქვეყანამ", "ქრისტიან დემოკრატიულმა ალიანსმა", "ქრისტიან დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ", საქართველოს მშრომელთა საბჭომ, "ქართულმა დასმა", "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსმა", გაერთიანებამ "ჩვენ თვითონ", მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის", "ნეიტრალურმა საქართველომ", "საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის პარტიამ", "სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალურმა პარტიამ", "კონსერვატიულმა პარტიამ", პოლიტიკურმა მოძრაობა "თავისუფლებამ" და "საქართველოს გზამ", გამოთქვეს.
ცესკოში შესაბამისი განაცხადი ჯერ არ წარუდგენია მმართველ გუნდს.
შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღების ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება, რის შემდეგაც ცესკო პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის რეგისტრაციაში გაატარებს.