"ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო შტაბის სხდომას დღეს პარტიის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი ინგა გრიგოლიაც დაესწრება.
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა განცხადებით, შტაბის სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილება, ასევე დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი შედგენაც.
ამასთან, ლალიაშვილის ინფორმაციით, სხდომას დღეს პირველად "ქრისტიან-დემოკრატების" საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი ინგა გრიგოლიაც დაესწრება.
"გრიგოლია სხდომაზე თავის მოსაზრებებს გავაცნობს, რის შემდეგაც მოქმედების ერთიან სტრატეგია ჩამოყალიბდება", - აღნიშნა ლალიაშვილმა.