პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში პედაგოგთა ხელფასების ზრდის გაუთვალისწინებლობის გამო უსაყვედურა.
კიღურაძემ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის შესახებ, პრემიერ-მინისტრის დაპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საკითხი უმნიშვნელოვანესი და მისი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებელია.
კიღურაძეს კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაულიძემ უპასუხა. როგორც კაკაულიძე განმარტავს, ფინანსთა სამინისტრო დამატებითი რესურსების მოძიებაზე მუშაობს, რა დროსაც მასწავლებლების ხელფასების ზრდის საკითხი გათვალისწინებული იქნება, თუმცა რა თანხაზეა საუბარი ვერ აკონკრეტებს.
მასალის გამოყენების პირობები