მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე "ეროვნული საბჭოს" თანათავმჯდომარე კახა კუკავას ხვდება. შეხვედრა მოძრაობის ოფისში ნახევარი საათია მიმდინარეობს.
კონსულტაციებზე განსახილვევი თემები ჟურნალისტებთან საუბარში არც გაჩეჩილაძეს და არც კუკავას არ განუმარტავთ.
არ არის გამორიცხული, გაჩეჩილაძე და კუკავა "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.