ხელისუფლებას შუალედურ საპარალმენტო არჩევნებში კანდიდატი სამივე ოლქში ეყოლებათ. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, თუმცა კუბლაშვილი კანდიდატების დასახელებისაგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ "საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობოით მიღებული არ არის და წინასწარ ვინმეზე რაიმეს თქმა გაუმართლებელი იქნებოდა".
აღსანიშნავია, რომ წინაშუალედური არჩევნები გაიმართა 2008 წლის ნოემბერში, როდესაც ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარები იქნენ არჩეულნი.
შეგახსენებთ, რომ ეს ადგილები ვაკატური გახდა მას შემდეგ, რაც ამ რაიონებში გამარჯვებულმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. 2008 წლის შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე კი ხელისუფლებამ იმ მოტივით თქვა უარი, რომ გაძლიერებულიყო საპარალმენტო ოპოზიცია.
შუალეედური არჩვენები გაიმართება 30 მაისს ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ოზურგეთის, გურჯაანისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში.