ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე სოზარ სუბარის შეთავაზებას დაგვიანებულად მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან მოხდეს კორდინირება მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც იგი მიიჩნევს, სუბარის შეთავაზება "კეთილგანწყობით არის ნაკარნახევი", მაგრამ აცხადებს, რომ "ეს შეთავაზება სუბარს რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა".
ქრისტიან-დემოკრატების ამ პოზიციის არგუმენტად თარგამაძე იმას ასახელებს, რომ ასეთი ქმედებები ამომრჩეველს უფრო მეტად დააბნევს და ამ იდეის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. თარგამაძე მიიჩნევს, რომ დღეს პოლიტიკური პოზიციები მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია.
"ჩვენ უკვე ამ გამოკვეთილი პოზიციების გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ", _ აცხადებს იგი.
მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატსაც საკმაოდ მზარდი რეიტინგი აქვს და იმედოვნებს, რომ ეს რეიტინგი უფრო გაიზრდება. ამასთან, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკრებულოს თავამჯდმარეობის მათი კანდიდატი ინგა გრიგოლია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს და იმედოვნებს, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქრისტიან-დემოკრატების ამომრჩევლების უფრო მეტად მობილიზებას.
თარგამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა ოპოზიციასთან გაიმართოს კონსულტაციები მაჟოირტარების კოორდინირებულად წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებამდე მივა ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციის მიერ ატქიურად იქნას გამოყენებული.