"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცახდებით, მერიის თანამშრომლებზე ზეწოლის პირობებში, აუცილებელია უარი ითქვას მერიაში დაგეგმილი ატესტაციის ჩატარებაზე, ხოლო, ისნის რაიონის გამგებელს, ვახტანგ ქიზიყურაშვილსა და სხვა თანამდებობის პირებს, ვის მიმართაც ზეწოლის განხორციელების შესახებ პრეტენზია არსებობს, უფლებამოსილება უნდა შუჩერდეთ. პარტია პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დასახელებული ფაქტების ობიექტური გამოძიებას ითხოვს.
პარტიის ინფორმაციით, მოსალოდნელი სისხლისამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ეს ადამიანები ცდილობენ კანონიერი სახე მისცენ ადამიანების დევნას, მათ უკანონო დათხოვნას სამსახურებიდან. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ უშინაარსო, უშედეგო, თუმცა შესასრულებლად რთული, მოცულობის და დროის თვალსაზრისით, დავალების ვერ შესრულების გამო, ეს ადამიანები, ვინც უარს ამბობენ ,,პირადი განცხადებით" წავიდნენ სამსახურიდან, დისციპლინური წესით გაათავისუფლონ. ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი დავალება, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ გამგეობაში თანამშრომლებს დაავალეს აღეწერათ მაწანწალა ძაღლების რაოდენობა და გამოევლინათ თუ ვინ აჭმევდათ მათ.
"ხელშეკრულებით ხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც გარანტირებულად დაიკავებენ მერიიდან გაყრილი თანამშრომლების ადგილს (ან ზოგ შემთხვევაში პირადი განცხადებით გათავისუფლებული ადამიანების აყვანა, თუმცა მათ ადგილას უკვე აყავთ მათთვის ,,სასურველი" ადამიანები). ფაქტია, მათ აქვთ ზუსტი მიზანი რამდენ ადამიანს უნდა დაატოვებინონ თბილისის მერია იძულებით და ცდილობენ ამ მიზანს ნებისმიერი ხერხით მიაღწიონ", - აცხადებენ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ თანამშრომლებზე ამ მასშტაბის დანაშაულებრივი ზეწოლის პირობებში, ატესტაციის ჩატარება, აშკარად ამ პროცესის გაგრძელებას ნიშნავს და მის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას მოასწავებს", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს უცილებელია ამ პირობებში უარი ითქვას ატესტაციის ჩატარებაზე, უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ თანამდებობის პირებს (ვახტანგ ქიზიყურაშვილი და სხვა), ვის მიმართაც არსებობს პრეტენზია ზეწოლის განხორციელების შესახებ და ჩატარდეს ამ ფაქტების ობიექტური გამოძიება.