ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის მხრიდან დივერსიული აქტების მოწყობის საფრთხე გაიზარდა.
"არა მგონია, პანკის მიმართულებით ვითარება დაიძაბოს, რადგან ეს ტერიტორია საქართველოს შესაბამისი ძალოვანი უწყების სტრუქტურების მიერ კარგად კონტროლდება და შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ეს რეგიონი საქართველოში ერათ-ერთი ყველაზე სტაბილურია. ვფიქრობ, საფრთხე უფრო სხვა მიმართულებით არსების, კერძოდ, ეს არის რუსეთი მიერ ანტიქართულ საინფორმაციო პოლიტიკას გაძლიერება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან შესაძლოა მანამდე რუსეთში მომხდარი მოვლენების ე. წ. საპასუხო დივერსიული აქტების განხორციელება მოჰყვეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.
ექსპერტის შეფასებით, დივერსიული აქტების საშიშროების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ფართო მასშტაბური აგრესია მოსალოდნელი არ არის, რადგან ეს მხოლო კრემლის დაშინების პოლიტიკას ეწევა.
"რუსეთის მხრიდან ბრალდები საქართველოს მიმართ ანტიქართული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მას სჭირდება, რომ თავის სპეცსამსახურების სისუსტე და წარუმატებლობა სხვას, გარეშე ძალებს გადაბრალოს. ასევე, კრემლი ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკების პროცესში დრო მოიგოს და ძირითადი აქცენტი ტერაქტების განხილვაზე გადაიტანოს", - აღნიშნა ჩიტაძემ.