ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატის დასახელებას სამივე რაიონში აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებაა რომ კანდიდატი ჰყავდეთ სამივე რაიონში, თუმცა კანდიდატების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
"ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები და მაქსიმუმ ერთ კვირაში საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებას გავაცნობთ", _ აცხადებს იგი.
პარლამენტის შუალედური არჩევნები გურჯაანში, ოზურგეთსა და ჩუღურეთში 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გაიმართება.