"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, ასევე ის კანონპროექტები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს პერიოდში განიხილავს.