იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს - ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს მოუსმინეს.
კენჭისყრის შედეგად, ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე არჩევას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიცის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანის შესახებ" წარმოადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, აგრესიული აქტი ახლებურად განიმარტება.შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, სადაც აგრესიული ომის წარმოებისა და მოწოდებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციებია გაწერილი.ასევე, რედაქციული სახის ცვლილება შედის საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ".
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.