ირაკლი ალასანიას პარტია მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მოლაპარაკებები ნოღაიდელის პარტიასთანაც აწარმოოს.
"როგორც მერობის, ისე საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მზად ვართ ყველას ვესაუბროთ. მე, ზურაბ აბაშიძეს არასდროს მითქვამს, რომ ნოღაიდელის მოძრაობის პოლიტიკური ხაზი მომწონს, პირიქით, ჩემთვის მიუღებელია და არ ვეთანხმები, მაგრამ ის "ეროვნული საბჭოს" შემადგენლობაში შემავალი პარტიაა და იმ საარჩევბო სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აუცილებლად მიგვაჩნია მასთან, როგორც ოპოზიციის შემადგენელ ძალასთან საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.