საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის ინტერპარტიული ჯგუფი მუშაობას ანახლებს. ჯგუფი დღეს შეიკრიბება და საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური პარტიებისათვის კონკურენტუნარიანი პირობების შექმნის საკითხებზე იმსჯელებენ.
საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
"ეროვნულ-დემოკრატების"ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად პოლიტიკური პარტიებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა აუცილებელი. ხოლო ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების გაუქმების საჭიროებაზე საუბრობს ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
მასალის გამოყენების პირობები