"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბარს იმედი აქვს, რომ მის წინადადებას ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან დაინტერესება მოჰყვება.
"მე ველი, რომ ლევან გაჩეჩილაძე გამოხატავს ჩემს წინადადებასთან დაკავშირებით ინტერესებს, ვინაიდან ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, თბილისის საკრებულის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ის მზადაა კონსულტაციები და მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის "ეროვნულ საბჭოსა" და კონკრეტულად ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობასთანაც აწარმოოს.
"ეს არის საკითხი, რომელშიც ყველა ძალა უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ერთიან კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში გვაქვს არჩევნებში 100 %-იანი გამარჯვების შანსი", - განმარტავს სუბარი.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.