არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი ამ დროისთვის 15 პოლიტიკურს პარტიას აქვს წარდგენილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე ოფიციალურად დააფიქსირეს "ქრისტიან-დემოკრატებმა", "ალიანსმა საქართველოსთვის" და "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" და სხვ.
მმართველ გუნდს ცესკოში შესაბამისი განაცხადი ჯერ არ წარუდგენია.
მიღებულ განცხადებებს ცესკო ორ დღეში განიხილავს. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის ბოლო ვადა 3 აპრილია.