"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს.
"იყოს ლევან გაჩეჩილაძე... თუკი ოპოზიცია შეთანხმდება იმაზე, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კარგი კანდიდატურა გაჩეჩილაძე იქნება, ცხადია, მას მხარს დავუჭერ, მაგრამ თუ ჩემს წინადადებას არ გამოეხმაურებიან, მაშინ გამარჯვება გაჭირდება", - აცხადებს სუბარი.
შეგახსენებთ, რომ სუბარმა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატად "ალიანსმა" დაასახელა, აღნიშნულზე უარი გუშინ განაცხადა, თუმცა სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობა წამოაყენა. აღნიშნულის გარდა კიდევ ერთი წინაპირობა იმაში მდგომარეობს, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის მერის არჩევნებში მხარი "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე ირაკლი ალასანიას უნდა დაუჭირონ.