თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ინგა გრიგოლია საარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან დაიწყებს. გრიგოლია ლონდონიდან თბილისში წუხელ, ღამით დაბრუნდა.
როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოსახლეობას აქტიურად შეხვდება და საკუთარ საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებს თბილისში მოვუგებთ ხელისუფლებას. მე პოლიტიკაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ვაპირებ მათთან შეხვედრას, გასაუბრებას, მოკითხვას, კონსულტაციებს", - განაცხადა გრიგოლიამ თბილისის აეროპორტი.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გარდა, "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო სიის პირველი ნომერიც იქნება.