დღეს, 1-ელ აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, მცირე სცენაზე, ~სტუმარ-მასპინძლის~ პრემიერა გაიმართება.
ვაჟა-ფაშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექატკლის რეჟისორია ვალერიან გორგოშიძე, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია _ კოტე ფურცელაძეს.
მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი (აღაზა), ბაჩო ჩაჩიბაია (ჯოყოლა), ლევან ხურცია (ზვიადაური), გოგა გველესიანი (მუსა), მანანა აბრამიშვილი, ბაჩი ლეჟავა და სხვები ასრულებენ.
სპექტაკლი 6, 7, 22 და 29 აპრილსაც იქნება წარმოდგენილი.