საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებსა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ.