საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. იქ არ ვესწრებოდი და არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ 14 მაისს მიიღო პრემიერმა მოწვევა დავოსიდან და ჩვენ დიდი ხანია უკვე დავუდასტურეთ მისი მონაწილეობა",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.