პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა სტატისტიკა კომიტეტების სხდომებზე დეპუტატების დასწრების შესახებ გასული ერთი წლის განმავლობაში - 2013 წლის 1 სექტემრიდან 2014 წლის სექტემბრამდე.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პარლამენტის და კომიტეტების ყველა სხდომა იშვიათი გამონაკლისის გარდა სწორედ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, დეპუტატების ნაწილი სხდომებს ხშირად აცდენდა და პირველი ორმოცი ადგილი ამ თვლასაზრისით ოპოზოციას მყარად უჭირავს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თარგამაძე 107 კომიტეტის სხდომას არ დაესწრო.
მისივე თქმით, არიან პარლამენტის ისეთი წევრებიც, მაგალითად: შოთა ხაბარელი, რომელსაც არც ერთი გაცდენა არ აქვს.