საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების წამყვანმა, ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა შვაბმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტამბულში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.