10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობისთვის ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსგან" 177 552 აშშ დოლარი მიიღო. თუ რა გეგმები აქვთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა ფორმით შეუწყობენ ხელს თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, 1-ელ აპრილს, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, დაფინანსებული პროექტები მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საარჩევნო დარღვევების პრევენცია, საარჩევნო პროცესების მონიტორინგი, მონიტორინგის განხორციელება "პრობლემურ" უბნებზე, განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე რეგიონებსა და ჯგუფებში, ამომრჩეველთა განათლება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.