დღეს დილით სამი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ფოთს, სენაკს, აბაშასა და მარტვილს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დილის 11.00 საათიდან შუადღის 14.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს.
აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზია, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე მენჯი 220 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ყველა გათიშული აბონენტის ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგებს.