,,ღია მმართველობა - საქართველოს" მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული ინიციატივებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში გამართულ კონფერენციაზე- „ღია მმართველობის პარტნიორობა". როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენ" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) გამოჩენილი ნდობისთვის- საქართველოს მთავრობა შემდგომი ორი წლით OGP-ის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი გახდა.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილზე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.