საქართველო მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანების პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ, საუბარი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელს შორის.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს შეხვედრა ქ.ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს ჰუგო ჰანს სილბერსზ აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.