საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. როგორც ,,ჯი-ეი-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს გაეროში, მაია ფანჯიკიძე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ისაუბრეს მათი განვითარების შესაძლებლობებზე, აღინიშნა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის პოტენციალი და მათი განვითარების შესაძლებლობები.
ამავე დროს, მაია ფანჯიკიძე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სანტ-ვინსენტისა და სენტ-ლუსიას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კარიბის ზღვის რეგიონის შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აღინიშნა ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს მინისტრმა შეხვედრები გამართა კოლეგებთან ანდორასა და მონტენეგროდან.