დედაქალაქის მოქმედი მერი და მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა IRI-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს ჯერ არ გასცნობია.
"არ ვიცი, კვლევას ჯერ არ გავცნობივარ. თუმცა, კვლევები მაინც კვლევებია და როგორც წესი, რეალობა სხვა არის, ამიტომ ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატთა შორის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს.