საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს დავით ზალკალიანი მექსიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს კარლოს დე-იკასას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თაბამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მექსიკურ მხარეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაში. აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.
გაეროს გენერალური აბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და პაკისტანის ვიცე-მინისტრთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ასევე მონაწილეობას მიიღებს სირიის საკითხთან დაკავშირებით მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, ეუთო-ს მინისტერიალსა და ბირთვული იარაღია აკრძალვის თაობაზე გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაში.