საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაეროს გენერალური ასაბლეის 69-ე სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა კოლეგებს სერბეთის, ტრინიდადი და ტობაგოს, კოტ დ'უიარის, გვინეა-ბისაუს სახელმწიფოებიდან. მაია ფანჯიკიძემ კოლეგა მინისტრებს მადლობა გადაუხადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის. შეხვედრებზე განხილული იქნა სამომავლო თანამსრომლობის საკითხები, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაეროს გენერალური ასაბლეა ყოველთვის კარგი საშუალებაა შეხვდე იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებთანაც შეხვედრის ორგანიზების სხვა შესაძლებლობებში შეზღუდული ხარ. გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 50-მდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები