ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების ფარული ინიციატივაა, - აცხადებს გაზეთ "პრემიერთან ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი, იურისტი ვალერი გელბახიანი. მისი თქმით, აშკარდ ჩანს, რომ `ქართული ოცნება~ ცდილობს საკუთარი უპირატესობის გამყარებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დედააზრიც ეს არის, რომ ხმა მიეცეს მის დამოუკიდებელ სტრუქტურულ მოღვაწეობას
"ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების ფარული ინიციატივა უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში, სადაც გაჩენილია ამგვარი მოთხოვნა, პოლიტიკური რაელობა უნდა იყოს შეცვლილი და პოლიტიკური სურათი უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ახალი საპარლამენტო წარმომადგენლების შემადგენლობით. მე რასაც ვუყურებ, ასეთი ახალი პოლიტიკური სპექტრის შექმნა, ან პოლიტიკური ძალების გადანაწილება ქვეყანაში ჯერჯერობით არ მომხდარა. მართალია, მიმდინარეობს რაღაც კინკლაობა, რომელიც არავითარ პოლიტიკურ განლაგებაში ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომ იურიდიული, სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ შეიცვლება ახალი არჩევნებით, რადგან რეალობა დარჩება ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს არის. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს წმინდა კონიუნქტურული მოსაზრება, რომელიც გამოტანილია გვერდიდან და სინამდვილეში შეიძლება წარმოადგენდეს სამთავრობო ძალების ერთი ნაწილის აზრს. მაგალითად, ისიც ვიცი და მოლოდინში ვარ, რომ ზუსტად ეს ჯგუფი და მოძრაობა, რომელიც თითქოს დამოუკიდებლად მოქმედებს, სულ მალე დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას ამ საკითხზე", - აცხადებს გელბახიანი.