ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დაყადაღებული ქონების ჩამონათვალთან ერთად, საკუთარ საბანკო ანგარიშებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდი დანაზოგი არ აქვს.
"მინდა განვმარტო რა ქონებაზეა საუბარი, რადგან მთელი საღამო ატრიალებენ სააკაშვილის ქონება, სააკაშვილის სახლები, სააკაშვილის ნაკვეთები, სააკაშვილის მანქანებიო. რა არის ჩამონათვალში? - ეს არის ყვარლის სახლი და რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის პროკურატურამ, რომ იქ არის 9 თუ 10 ნაკვეთი, ეს არის საერთო ჯამში 2 ჰექტარი მიწა ყვარელში, ეს არის 75 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი, ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისმა უყიდა 90-იან წლებში და ეს არის ბებიაჩემის ბინა მშენებარე, რომელიც 10 წელია შენდება და ვერ დამთავრდა, ასევე არის დედაჩემის და ოჯახის კუთვნილი ძველი მანქანები. რაც შეეხება ანგარიშებს, არანაირი დიდი დანაზოგები არ მაქვს - ყველაფერი, რაც მოვიპოვე და მოვაგროვე, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩავდე. ბებიაჩემი მზია წერეთელი დედაჩემთან ერთად დღეს პეკინზე საწყობად ქცეულ ბინაში ცხოვრობს - იქ, სადაც გავიზარდე", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.