ბი-ბი-სის პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული საქართველოს პროკურატურის განცხადება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების ქონების დაყადაღების თაობაზე, განმარტებულია ყადაღის მიზეზები, ჩამოთვლილია ქონება, რომლითაც მფლობელი დროებით ვეღარ ისარგებლებს (ავტორი - ნინა ახმეტელი).
„ქონების დაყადაღების ფაქტი პირველმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გაამჟღავნა. მისი თქმით, მაშინ როცა ექს-პრეზიდენტი დადანაშაულებულია სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში და არა მითვისებაში, გაუგებარია, რა საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქონების დაყადაღების თაობაზე, თანაც მისი ახლობლების ქონებისა, რომლებთაც არავითარი კავშირი აქვთ ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდე-ბებთან.
„ეს ქონება არ იყო შეძენილი დანაშა-ულებრივი გზით, ამ ქონებით არავითარი დანაშაული არ იყო ჩადენილი, ეს თემა პროკურატურის მიერ საერთოდ არ განიხილებოდა", - განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლოს დადგე-ნილებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა მიზნითა და რა მიზეზით დაყადაღდა ქონება, - „ეს პრიმიტიული შურისძიებაა, რომელიც პოლიტიკური შეკვეთითაა შესრულებული".
„მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალე დატოვა", - ნათქვამია პუბლიკაციაში და იქვე ჩამოთვლილია ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები: გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლაგვისა, მას ადანაშაულებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში (ოპოზიციური მიტინგის დარბევაში), აგრეთვე დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის დაკვეთაში. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. როგორც თვით ექს-პრეზიდენტი, ასევე მისი მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობა" ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები