ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გუშინ დუშეთის რაიონიდან 16 ქართველის გატაცების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მისია დაჯინებით მოუწოდებს მხარეებს საკითხის მოგვარებისაკენ. როგორც მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა საქართველოსა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელიც ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაინიშნა, არ შედგა.
მისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი აშკარას ხდის, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პრობლემებია, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკებები არის შესაფერისი ფორმა საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილებების მისაღებად.