ქართული კინომატოგრაფის საბჭოური სიყვარული
„ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების შთამბეჭდავი რეტროსპექტივა - საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული ეროვნული კინემატოგრაფის შედევრების ჩვენება იწყება", - წერს გაზეთი „კომერსანტი" (ავტორი - მიხეილ ტროფიმოვი).
„ქართული ფილმები ერთგვარ ნოსტალგიას აღძრავს, ამასთან ისინი ამერიკელებისადმი გარკვეული ინტონაციითა მიმართული: აი, შეხედეთ და უყურეთ, მაგრამ განა თქვენ ისევე შეიყვარებთ ქართულ კინოს, როგორც ჩვენ 1960-იან, 70-იან და 80-იან წლებში გვიყვარდა? თუმცა აქ აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ: მართალია, ზოგადად იგულისხმება საბჭოთა კავშირის ფილმები, მაგრამ ქართული კინო ეროვნული იყო, ხშირად სრულიად არასაბჭოური, ალტერნატიული... ისიც სათქმელია, რომ ბევრი მას უყურებდა, მოსწონდა, მაგრამ მასში ჩადებულ იდეას სრულად ვერ ხვდებოდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში, სადაც ავტორი ქართველი რეჟისორებისა და მსახიობთა დინასტიების - ჭიაურელების, შენგელაიებისა და სხვა წარმომადგენელთა მიერ გადაღებულ ფილმების ავ-კარგს გადმოსცემს.
სტატიაში ჩამოთვლილია რესტროსპექტივის ფილმები - გენიალური „ელისო" (1928 წელი), რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებული ანტიკოლონიალური ისტორიული ფილმი; რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა" (1965), თენგიზ აბულაძის „მონანიება" (1984) და სხვა.
შენიშვნა: ქართული ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებას ეხება აგრეთვე დღევანდელ, 19 სექტემბრის „ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული რეცენზია სათაურით „საქართველო: დამოუკიდებელი ქვეყნის ფილმების მდიდარი ტრადიციები" (ავტორი - ჯონ ჰობერმანი). მასში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი როგორც ოთარ იოსელიანის, ელდარ და გიორგი შენგელაიაების, თენგიზ აბულაძისა და სხვა რეჟისორების შემოქმედებას, ასევე ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.