დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლონდონის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტ 10 ნომერში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს ხვდება.
ლიდერები ერთობლივ მოლაპარაკებებს გამართავებ და ასევე ვიდეოზარით დაელაპარაკებიან ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობას.
შეხვედრის მთავარი თემაა სამდღიანი მოლაპარაკებებისა შედეგები, რომელიც კიევმა ფლორიდაში გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან და რომელიც უკრაინაში ომის დასრულების პირობებს ეხებოდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებების მონაწილეებს - შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას - დონბასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ.
დღეს საღამოს ზელენსკი ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას გამართავს.
სამშაბათს კი უკრაინის პრეზიდენტს რომში ელოდებიან.