შოტლანდიის პირველი მინისტრი ალექს სალმოდი აცხადებს, რომ მან მიიღო შოტლანდიელი ხალხის მიერ გამოტანილი დემოკრატიული ვერდიქტი.
„მოვუწოდებ შოტლანდიელებს მიბაძონ ჩემს მაგალითს და მიიღონ შოტლანდიელი ხალხის დემოკრატიულად გამოხატული ნება", - განაცხადა მან.
შოტლანდიის მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პატრიკ ჰავერი, რომელიც დამოუკიდებლობის კამპანიის საკვანძო ფიგურა იყო აცხადებს, რომ იგი გაკვირვებულია რეფერენდუმის შედეგებით.
მისი თქმით, შედეგების მიუხედავად, რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის მომხრეთა ნება არ უნდა იყოს იგნორირებული და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შოტლანდია „კუთხეში არ უნდა დააყენოს".