"ქრისტიან-დემოკრატები" პრემიერ-მინისტრს საგანგებო წერილით მიმართავენ და სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთ კონპენსაციის სამათლიან და სწორი გადაანგარიშების მექანიზმის აღდგენას ითხოვენ.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ფარქცისა "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დღეს პარალმენტში სგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალის მიერ ჯერ კიდევ შარშან არის პარლამნეტში შეტანილი კანონპროექტი "სახელმწიფო კონპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გულისხმობს, ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა მიმართ "იმ უკანონობის აღმოფხვრას, რაც უკვე მეხუთე წელია ხელისუფლებამ მათ მიმართ გაატარა".
როგორც ახვლედიანი განმარტავს, მისი პოლიტიკური ძალა უკანონოდ მიიჩნევს გადაანგარიშების იმ მუხლს, რომელიც თითქმის 50 ათას ადამიანს ეხება და მიიჩნევენ, რომ ეს მუხლი არის არასამართლიანი და ძველი ნორმის აღდგენას ითხოვენს.
"ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეაფასა აღნიშნული პრობელმა და გაირკვა, რომ მის მოსაგვარებლად საჭიროა ბიუჯეტში 36 მილიონი ლარის გამოყოფა. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ეს სრულიად რეალურია მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრების კორექტურების ხარჯზე", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი და დასძენს, რომ "პრემიერ-მინისტრს ვუგზავნით წერილს ერთადერთი კითხვით არსებობს თუ არა მთავორბაში მზაობა აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების განსახორციელებლად, რაც საბოლოოდ პარლამენტის მიერ ჩვენი საკანონდებლო ინიციატვის მიღებაში გამოიხატება".