დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე გიორგი ღვინიაშვილს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების შემდეგ მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებების გამო ბოდიში მოუხადა. როგორც ფოფხაძემ განაცხადა, ეს ბოდიში მისი მხრიდან დაგვიანებულია.
"ირაკლი ალასანია ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანია და ის, რაც მან მაშინ თქვა, იყო შეცდომა. დარწმუნებული ვარ, ირაკლისთვისაც არ არის პრობლემა, რომ ეს აღიაროს", - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ ეს არ იყო მორალურად გამართლებული - როგორი პოლიტიკური ფონიც არ უნდა ყოფილიყო.
"ასეთი რამ არ უნდა გაჟღერებულიყო", - განაცხადა ფოფხაძემ.